პროტესტის ფონზე - 1 იანვრიდან პოლიციას ხელფასი ეზრდება

1 month ago 12

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 1 თვეა პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს და მოქალაქეები სხვა საკითხებთან ერთად იმ სამართალდამცველების დასჯასაც ითხოვენ, რომლებმაც ძალა გადაამეტეს, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 1 იანვრიდან საპოლიციო ძალებს ხელფასები 10%-ით გაუზარდოს.

"1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.

ამასთან, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს. გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა", - ვკითხულობთ მედიაში.

სრულად წაკითხვა