პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ, მანქანა ხალხში შევარდა – რა მოხდა პარიზში?

1 day ago 4

ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და პა­რიზ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მას შემ­დეგ, რაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი პსჟ-ს „არ­სე­ნალ­თან“ გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­დნენ.

რო­გორც Le Parisien წერს, მან­ქა­ნა შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში შე­ვარ­და. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პსჟ-ს ქო­მა­გე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­დნენ და ისი­ნი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე იყ­ვნენ შეკ­რე­ბილ­ნი.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ უცა­ბე­დად მან­ქა­ნა ხალ­ხში შე­ვარ­და, სულ მცი­რე, და­შავ­და 3 ადა­მი­ა­ნი. მან­ქა­ნის მძღოლ­მა შორს წას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ის გა­ა­ჩე­რეს და ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უწ­ვეს.

სა­მი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გარ­და ამი­სა, გუ­შინ­დელ სა­ღა­მოს ფრან­გმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 43 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

სრულად წაკითხვა