"პუბლიკა" მუქარად თვლის პაპუაშვილის პოსტს, სადაც ის დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს გამოცემას

3 hours ago 3

ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" მუქარად მიიჩნევს შალვა პაპუაშვილის ფეისბუკ სტატუსს, რომელიც მან 2 თებერვლის ღამეს გამოაქვეყნა და სადაც პოლიტიკოსი მმართველი პარტიიდან მედიის დაფინანსების წყაროსა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს განიხილავს.

"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს" - წერს ლეგიტიმაციის პრობლემების მქონე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე და ავითარებს მსჯელობას რომ მედიის მხრიდან დაგეგმილი აქციის გაშუქება სისხლის სამართლის დანაშაულის "რეკლამირებაა", ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი კი ის დონორი ორგანიზაციაა, რომელიც კანონის დამრღვევ მედიას აფინანსებს. პაპუაშვილის თქმით, პუბლიკას შემთხვევაში ეს ევროკავშირია.

პოლიტიკოსის სტატუსი შეეხება 2 თებერვალს თბილისი მოლთან დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებიც თბილისში შემომავალი საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ - ამ აქციის დაანონსების შემდეგ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად შევიდა იმგვარად, რომ ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაული გამხდარიყო;

შალვა პაპუაშვილის მხრიდან ამ პოსტის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა აქტივისტების სახლებში ჩხრეკა, მათი გამოკითხვა პოლიციაში და რამდენიმეს დაკავება - მათგან ყველას კითხვებს 2 თებერვლის აქციაზე უსვამდნენ.

შალვა პაპუაშვილის მხრიდან ამ პოსტის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა აქტივისტების სახლებში ჩხრეკა, მათი გამოკითხვა პოლიციაში და რამდენიმეს დაკავება - მათგან ყველას კითხვებს 2 თებერვლის აქციაზე უსვამდნენ.

"პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით" - ასე გამოეხმაურა პუბლიკა პაპუაშვილის განცხადებას. მედიაგამოცემის ჟურნალისტები პოლიტიკოსის სტატუსს მუქარად მიიჩნევენ.

გასული წლის აქციებზე გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და მინდია გაბაძეზე ძალადობის არც ერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის. მინდია გაბაძე პოლიციელების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი გახდა ერთ-ერთ აქციაზე, სადაც მას "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ ინციდენტიდან რამდენიმე მეტრში მდგომმა პოლიციის ეკიპაჟმა კი მიმართვის მიუხედავად დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.

პაპუაშვილის პოსტის ფონია გამოცემა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა, რომელიც ციხეში პროტესტის ნიშნად 22 დღეა შიმშილობს.

სრულად წაკითხვა