„პუბლიკის“ რეპორტიორი მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

1 week ago 3

​​​​​​​ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი, მინდია გაბაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ავრცელებს მედიაგამოცემა.

„კონკრეტულად რომელი მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია ის დაბარებული, ჯერ უცნობია“, - აღნიშნავენ „პუბლიკაში“.

როგორც მინდია გაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ მასზე ძალადობის საქმის ფარგლებში. მისთვის უცნობი პირები მას თავს დაესხნენ 6 დეკემბერს, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ეროვნული გალერეასთან. მას ტვინისშერყევა დაუდგინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე.

მინდია გაბაძეც და მარიამ ნიკურაძეც ბოლო 13 დღეა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აშუქებენ. 28 ნოემბრის შემდეგ ათასობით ადამიანი აპროტესტებს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე მოლაპრაკებების გახსნის საკითხს.

აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-მდე ადამიანი. გარდა ამისა, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება 30-ზე მეტ ადამიანს.

სრულად წაკითხვა