პური ათი თეთრით გაძვირდა – რას ამბობენ პურის მწარმოებლები?

1 week ago 6

გასულ თვეში პურის ქარხნებმა პროდუქცია 10 თეთრით გააძვირეს. პურის ფასი ქარხნებმა მარტში დააკორექტირეს, მიზეზად მისი ღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტის ზრდა დაასახელეს და განმარტეს, რომ საფასო პოლიტიკის გადახედვა გარდაუვალი იყო. მწარმოებლები ამბობენ, რომ მარტის დასაწყისში პურის ფასი კი არ გაიზარდა – ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

იფქლი დიღომის” დირექტორის თქმით 8-9 თვის განმავლობაში მათ პროდუქციას მომხმარებელი დღევანდელს ფასთან შედარებით უფრო იაფად აქციის ფარგლებში ყიდულობდა. პურზე თითქმის ერთწლიანი აქცია დასრულებულია ფასიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

“ჩვენ შარშან პურის ფასი დავაკელით. 10 თეთრით დავაკელით და დროებით გავაკეთეთ აქცია, რაც გაგვიგრძელდა. ეს აქცია მოვხსენით და დაჯდა ფასი ისევ თავის ნიშნულზე. აქცია გვქონდა 8-9 თვის განმავლობაში, რომელიც დასრულდა. ჩვენგან დისტრიბუციას მიაქვს ლარად, იყიდება მაღაზიებში 1.10 ლარად. ეს ფასი მოქმედებდა 8-9 წელიწადია, ჩვენ შემდეგ აქცია გავაკეთეთ, რომელიც დასრულდა და დავაბრუნეთ ფასები ძველ ნიშნულზე. ფასზე მარტო ფქვილი არ მოქმედებს, მთავარი არის მუშახელი, ძალიან უჭირთ ღამის გათენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშახელის ხელფასები გაზრდილია 30%-ით.”-ამბობს ნისან იოსებაშვილი, იფქლი დიღომის გენერალური დირექტორი.

bm.ge

სრულად წაკითხვა