რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 19 დეკემბერს გამართა დასკვნითი პრესკონფერენცია, “წლის შედეგები,” რომელიც შედგა პირდაპირი ხაზის პარალელურად. ამ დროს ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმა. სულ შესული იყო 2,5 მილიონი შეკითხვა.
პუტინმა რუსეთის მდგომარეობის, ასევე უკრაინაში ომის, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გარდა ილაპარაკა სირიის გარშემორუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ სირიის მოვლენებისგან, როცა დაამხვეს და განდევნეს პრეზიდენტ ბაშარ ასადი, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჩაიგდეს ხელში, ყველაზე მეტად იხეირა ისრაელმა. პუტინის თქმით, რუსეთი გმობს სირიის ტერიტორიების დაპყრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ოდესმე დატოვებს სირიას, მაგრამ "ახლა დამატებითი ჯარები შეჰყავს”, თქვა მან. როგორც ცნობილით, გოლანის მაღლობებთან ერთად, რომელიც ისრაელს დაკავებული აქვს წლების წინ, ისრაელმა ახლა თავისი ჯარი შეიყვანა ბუფერულ ზონაში სირიის სამხრეთში.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს ასეა სირიის შემთხვევაშიც. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე უპასუხა, რომ ბაშარ ასადის დამხობა არ არის „მარცხი” რუსეთისთვის და რომ რუსეთმა თავის მიზნებს ამ ქვეყანაში მიაღწია.
ასადის ქვეყნიდან წასვლა და რუსეთისთვის თავის შეფარება მოულოდნელად მოხდა. თუმცა მანამდე 13 წლის განმავალობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ასადის განდევნას, რომელსაც ირანი და რუსეთის ედგნენ მხარში. „სირიაში ათი წლის წინ შევედით, რათა იქ არ შექმნილიყო ტერორისტული ანკლავი ავღანეთის მსგავსად. მთლიანობაში მიზანს მივაღწიეთ“ - თქვა პუტინმა. მან მსმენელებს აცნობა, რომ ასადს არ შეხვედრია ჯერ, მაგრამ აპირებს.
რუსეთი ახლა ცდილობს სირიაში თავისი ორი სამხედრო ბაზის ბედი გადაწყვიტოს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გარეთ რუსეთს სამხედრო საყრდენი პუნქტები არ აქვს სირიის გარდა და მათ საკვანძო მნიშვნელობა აქვთ. პუტინის თქმით, რუსეთს სურს იქ ამ ბაზების შენარჩუნება. მან დასძინა, რომ „გვაქვს კონტაქტი ყველასთან, ვინც
ვითარებას აკონტროლებს იქ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ დაინტერესებულია ჩვენი სამხედრო ბაზების იქ დარჩენით“ - ვთქვა პუტინმა და გამოაცხადა, რომ თეირანის თხოვნით სირიიდან 4 ათასი ირანელი სამხედრო გაიყვანა.