პუტინი მზად არის მოელაპარაკოს უკრაინაზე ტრამპს და მზად არის კომპრომისისთვის, რასაც მეორე მხარისგანაც მოელის

2 days ago 3

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ატარებს დასკვნით პრესკონფერენციას. ის იმართება პირდაპირი ხაზის პარალელურად, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმა. რუსეთის ტელევიზიის თანახმად, პუტინის ამ პრესკონფერენციის დროს 2,5 მილიონი შეკითხვა გაუგზავნეს.

როცა უკრაინის თემას შეეხო, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზად არს კომპრომისისთვის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკების დროს და არ წაუყენებს არავითარ პირობებს უკრაინის ხელისუფლებას.

სახელმწიფო ტელევიზიის ცოცხალ ეთერში ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მზად არის შეხვდეს ტრამპს, რომელთანაც უკვე წლებია, მისი თქმით, არ უსაუბრია. პუტინი თვლის, რომ რუსეთს არ აქვს ახლა სუსტი პოზიცია, ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას.

პუტინის თქმით, „უკრაინელები, რომლებსაც ომი სურთ, მალე აღარ იქნებიან, მე მგონია, რომ მალე, ვისაც ომი სურს, აღარ დარჩება. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარეც უნდა იყოს მზად მოლაპარაკებისთვის და კომპრომისებისთვის". რუსეთი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის ყველასთან სასაუბროდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, მაგრამ, თქვა პუტინმა, ნებისმიერ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის კანონიერმა ხელისუფლებამ, როგორადაც ახლა ის მხოლოდ უკრაინის პარლამენტს თვლის.

ზელენსკის უფლებამოსილების ვადა ტექნიკურად გაუვიდა, არჩევნები ომის გამო გადაიდო და ის კვლავ უნდა აირჩიონ, რათა მოსკოვმა ის კანონიერ წარმომადგენლად ჩათვალოს შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის, თქვა პუტინმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, 2022 წელი რომ იყოს, თუ დაიწყებდა ის კვლავ ომს უკრაინაში, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი იძულებული იყო ეს გაეკეთებინა და ამიტომ დაიწყო ოპერაცია, მაგრამ ახლა რომ იწყებდეს, უკეთ მოემზადებოდა.

სრულად წაკითხვა