
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს.
ახალი წესების თანახმად, ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს აღარ მოეთხოვებათ ისეთი სტანდარტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა რუსეთში მუდმივი ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა ან რუსეთის ისტორიის ცოდნა.
განკარგულების თანახმად, ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი სოხუმსა და ცხინვალში მდებარე რუსეთის „დიპლომატიურ მისიებში“ წარადგინონ. ხოლო უკვე რუსეთში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, ოფიციალურად არიან თუ არა რეგისტრირებულნი თავიანთ საცხოვრებელ ადგილას.
დოკუმენტის თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ“, განაცხადების წარდგენა შეუძლიათ „რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში“ თავიანთი ადგილსამყოფელის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ასეთი რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/05/2025 – პუტინმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საიუბილეო წერილში საქართველოს მოსახლეობას მიმართა
- 03/05/2025 – რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირ ფრენებს იწყებს
- 03/03/2025 – ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურში გაიმარჯვა
This post is also available in: English
Read Next
17/05/2025 - 18:56
ჯო უილსონი სირიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს
08/05/2025 - 15:40
პუტინმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საიუბილეო წერილში საქართველოს მოსახლეობას მიმართა
03/05/2025 - 21:42
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირ ფრენებს იწყებს
30/04/2025 - 17:59
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
06/03/2025 - 10:20
მოსკოვში აფხაზეთის ლიდერის ბადრა გუნბასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა
07/11/2024 - 16:06