WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.

ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ. ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის იბრძვის. ის იარაღით ხელში აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, ამის შემდეგ კი ის მუდმივად პოლიტიკურად იბრძოდა – მათ შორის, მან განახორციელა რეფორმები, რომლითაც ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები შეიქმნა.

მისი მიზანი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე. ბარამიძის დაჭერის საბაბი მისი პოლიტიკური განცხადება არ გახლავთ, მისი დაჭერის საბაბია ამ განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი არ უგულისხმია, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც დააკავეს. რატომ? – იმიტომ, რომ მისი დაკავების ბრძანება, 1 წლის წინ, ჯერ რუსულმა იმპერიამ გასცა. მას რუსეთის მიერ პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა. როგორც ყველაფერში, აქაც პუტინის, თავისი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს და რუსების მსგავსად, უკვე ადგილზე, საქართველოში, ბარამიძე დააკავეს. გიას და მის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთ”. – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, გია ბარამიძე “სამშობლოს ღალატის”, კერძოდ, “საბოტაჟის” ბრალდებით დააკავეს. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე ეხება გადაცემა საქართველოს დაბადებაში აფხაზეთის ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

7 აგვისტოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ენმ-ს წევრ გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით “სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე” გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ბარამიძემ გადაცემაში საქართველოს დაბადება აფხაზეთის ომზე ისაუბრა. ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას მან თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ “ხვრეტდნენ.”

კითხვაზე თუ რა აუცილებლობა იყო ამის? ბარამიძემ უპასუხა, “აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.”

ბარამიძემ რუსულ მხარეზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ისინი გაცილებით მეტ ტყვეს იყვანდნენ.”

“იქეთ მხარეს დისციპლინა იყო რუსული დისციპლინა და ისინი გაცილებით მეტ ტყვეს იყვანდნენ და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი მეორე მხარე ეგრეთწოდებული სეპარატისტების მხარე, რომელიც მეუბნებოდა მე ათს მოგცემ და შენ ერთი ხო უნდა მომცე, ეგეთი თანაფარდობა იყო დაახლოებით.

იმ მიზნით, რომ ტყვე მოგვეპოვებინა და რომ გამეცვალა, უნდა წავსულიყავი წინა ხაზზე, იქ ტყვეს რომ ვინმე წაიყვანდა, გადავფარებოდი რომ არ მოეკლათ და წამომეყვანა. ერთი-ორჯერ კინაღამ მეც მიმახვრიტეს ამ პროცესში.” – თქვა მან.