“პუტინისტების ფილიალი – 83 ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე, ეს ხალხი არ წარმოადგენს

2 weeks ago 16

პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი მწვავე კომენტარს აკეთებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:

,,პუტინისტების ფილიალი – ის 83 ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე, რომლებიც დღეს უფორმებენ საქართველოს ისევ რუსეთს, ეს ხალხი არ წარმოადგენს ამ ქვეყნის უმრავლესობის ნებას!

ამიტომ, ის საჯარო პროტესი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ძალადობის ასახვა, რომელიც რუსეთმა საკუთარი წარმომადგენლის, ბორის ივანიშვილის ხელით დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამიტომ ყველანაირი პროტესტი, საზოგადოების აღშფოთება და შედეგები, რაც ამას მოჰყვება, პასუხისმგებელი ამაზე არის რუსეთი და მათი წარმომადგენელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა