პუტინმა ახალი გუბერნატორი დაუნიშნა კურსკის ოლქს, სადაც მეხუთე თვეა საბრძოლო მოქმედებებია

2 weeks ago 10

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ალექსანდრ ხინშტეინი, რომელიც დღემდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო პარტიიდან „ედინაია როსია“ საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი მეხუთე თვეა საბრძოლო მოქმედებების ზონაა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

ხინშტეინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას „უზარმაზარი პატივი“ უწოდა. მან ტეეგრამზე დაწერა, რომ ყველაფერს გააკეთებს „პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად“ და „არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე ემსახურო ქვეყანას, ხალხს და პრეზიდენტს“.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტმა ხინშტეინი დანიშნა „კრიზისული მართვის“ საჭიროების გამო

პესკოვის მტკიცებით, კურსკის ოლქის წინა გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი თავად გადადგა და მუსაობას სხვაგან გააგრძელებს. სად, პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია. ამასთან, თავად სმირნოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სამსახურს „ხელმღძვანელობის გადაწყვეტილებით“ იცვლის.

2024 წლის აგვისტოში უკრაინამ სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის დაწყების მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

სრულად წაკითხვა