პუტინმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საიუბილეო წერილში საქართველოს მოსახლეობას მიმართა

2 days ago 4
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი. წყარო: ვლადიმირ პუტინის X-ის გვერდი

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ქართველ ხალხს „შეინარჩუნონ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციები“.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ პუტინმა მსგავსი მილოცვები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრებს გაუგზავნა, სადაც ამ ქვეყნების ლიდერებს მიმართა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ადრესატი ქართველი ხალხია.

„საქართველოსა და მოლდოვის ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა შეინარჩუნონ ჩვენთვის დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციები, არ დაუშვან საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ერებს შორის უთანხმოების დათესვა“, – იტყობინება TASS კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პუტინმა ცალკე მილოცვები გაუგზავნა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

სრულად წაკითხვა