რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინის პრეზიდენტი იმიტაციას უწოდებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსმა დიქტატორმა მოაღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უდნა დაასრულოს.

პუტინს მხოლოდ ერთი რამის, სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ იმიტაციაში ლეგიტიმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამ პოლიტიკოსმა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დასსრულოს მოღვაწეობა. ეს არის ის, რაც უნდა ვუზრუნველჰყოთ ჩვენ ყვეალამ, ვინც მსოფლიოში სიცოცხლეს და პატიოსნებას პატივს სცემს, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ დასრულდა. ჯერ ხმების დათვლა არ დასრულებულა, თუცმცა პუტინმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა.