Vladimir Putin ratified agreement on supporting Occupied Abkhazia's 2026–2030 Development Program. Photo:რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2026–2030 წლების „სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეთანხმებას მოსკოვში 2025 წლის 27 დეკემბერს მოეწერა ხელი და მისი მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთთან „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფა“, „ცხოვრების დონის გაუმჯობესება“ და რეგიონის „ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის“ ზრდა.
სააგენტო იტყობინება, რომ რუსეთის ფინანსური დახმარება შესაძლოა განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის, ბავშვთა აღზრდის, კულტურისა და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდეს. დაფინანსება ასევე შეიძლება მოიცავდეს ხელფასების ზრდას და სოციალურ შეღავათებს აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სამსახურის, პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. შეთანხმების თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება ასევე პასუხისმგებელი იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე.
რუსეთის კიდევ ერთმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პუტინმა დაასრულა ოკუპირებულ აფხაზეთთან „აკადემიური ხარისხების ურთიერთაღიარების“ შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. 2025 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემული აკადემიური ხარისხების აღიარებას ითვალისწინებს და ხარისხის მფლობელებს ორივე ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობას უქმნის.
This post is also available in:
Read Next
14/07/2026 - 16:41
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ მხარდაჭერა აღუთქვა
23/06/2026 - 17:48
გაგლოევი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის თანამდებობიდან გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა
20/05/2026 - 16:13
გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
12/05/2026 - 15:04
პუტინმა და გაგლოევმა მოსკოვში „სამეკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“ მოაწერეს ხელი
21/04/2026 - 13:31
სოხუმი„იზიარებს“ მოსკოვის პოზიციას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების „შედეგებთან“ დაკავშირებით
09/02/2026 - 17:48

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·