ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,პუტინსაც კი არ აქვს ისეთი კანონი , რასაც ახლა ქოცები იღებენ. მეგობრებო, რუსეთზე უარესში ვართ, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, მართლა. თან დრო გვაქვს ძალიან ცოტა რომ ეს რეალობა შემოვაბრუნოთ. მალე სანიმუშო მასობრივი დაჭერები და სადარბაზოებთან მკვლელობები დაიწყება, რის შემდეგაც ბევრი უბრალოდ გაიქცევა ამ ქვეყნიდან. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ მგონი სად აღმოვჩნდით დაჩქარებული წესით.
ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა:
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კანონის პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.”