“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

7 hours ago 4

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით:

ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი.

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, უპრეცედენტო შესაძლებლობებთან ერთად, კაცობრიობის წინაშე ახალ პასუხისმგებლობებსაც აჩენს. ამ მოცემულობაში, საერთაშორისო თანამშრომლობებს ენიჭება განსაკუთრებული როლი იმისათვის, რომ ტექნოლოგიის განვითარება ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის საზღვრებში დარჩეს.

ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს მეცნიერების, ინოვაციებისა და პროგრესის მამოძრავებელ ძალად, რომელიც მდგრად განვითარებასთან ერთად ადამიანის უსაფრთხოებას ემსახურება, ნაცვლად თავისუფლების შეზღუდვისა თუ ძალაუფლების კონცენტრაციისა.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს შესაძლებლობა აქვს ღორსეულად იყოს წარმოდგენილი სამიტზე და თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური დიალოგის ფორმირებაში, სადაც მსოფლიოს ქვეყნები ხელოვნური ინტელექტის განვითარების საერთო ხედვაზე მსჯელობენ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა