WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ჟურნალისტზე განხორციელებული ორი ჯგუფური თავდასხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.