ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და პროდიუსერი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა.
გიორგი ლაფერაშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო დროს კლინიკაში, კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – აღნიშნულია ტელეკომპანია “ფორმულას” Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.