ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

1 week ago 5

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 ​პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს.

„დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვაზე. მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. იგივე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც აქტივისტები დაიბარეს. რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტი მარტო მე ვარ. შეიძლება უნდოდეთ ჩემ მიერ გადაღებული მასალა, შეიძლება რამე ბრალდება აქვთ ჩემთან დაკავშირებით გონებაში“, — ამბობს ნიკურაძე ნეტგაზეთთან.

მარიამ ნიკურაძე ერთ-ერთია იმ დაუდასტურებელი წყაროდან გავრცელებულ სიაში, რომელიც „დასაკავებელ“ პირებს მოიცავს. სიაში მყოფები ადამიანებიდან ნაწილი უკვე დაკავებულია, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. სია 7 დეკემბერს გავრცელდა, გავრცელებიდან 2 დღეში დაუკავშირდნენ ნიკურაძეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ.

სრულად წაკითხვა