WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიმდინარეობს, ლაზარდ ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე.

ჩუბინიძე არის ის ჟურნალისტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ლაზარე ჯორბენაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა და უთხრა, რომ ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჟის ტერიტორიები აზერბაიჯანს საიდუმლოდ ხელმოწერილი დოკუმენტით გადასცა.

გამომძიებელი, ქალბატონი თამარ ხიჯაკაძე ჩემ სახლში იყო მოსული იმიტომ, რომ მაგისტრმა მოსარჩლემ მოითხოვა წერილობითი ოქმის შედგენა, ზეპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება მან არ ისურვა. როგორც განმიმარტეს, მეგობარმა იურისტებმა, მას ჰქონდა ამის უფლება. თამარ ხიჯაკაძე, რომელსაც ვუდასტურებ დიდ პატივისცემას, ჩემთან იყო ოჯახში მოსული, შევადგინეთ წერილობითი ოქმი. ახალი წასული იყო და დამირეკა, ბატონო დიტო, 17:30 საათზე გამოკითხვა ჩაინიშნაო. სასამართლოს ვეტყვი სიმართლეს. დამთავრდება და მერე გეტყვით”, – განაცხადა ჩუბინიძემ.