24
ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე „ევრონიუსთან“ ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება, იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.
საერთაშიროსო alia.ge