რა ანაზღაურებას მიიღებს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის

2 hours ago 2

UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი მებრძოლისთვის კარიერაში პირველი სატიტულო დაცვა იყო.

ამ ბრძოლით დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში შევიდა – მერაბ დვალიშვილის აქტივში უკვე 91 წარმატებული გდებაა (ე. წ. თეიქდაუნი – Takedown), რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს.

სპორტული გამოცემა thesportster-ის ცნობით, დვალიშვილი UFC 311-ზე გამარჯვებისთვის საბაზო ანაზღაურების სახით 500 000 დოლარს მიიღებს, აგრეთვე, 100 000 დოლარს ბონუსის სახით და კიდევ pay-per-view-ს ტურნირის შემოსავლიდან, სავარაუდოდ, 1.4 მლნ დოლარის ოდენობით. გამოცემის თანახმად, მთლიანობაში ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ქართველი მებრძოლის შემოსავალი, სავარაუდოდ, $2 მილიონი იქნება.

რაც შეეხება მის კონკურენტს უმარ ნურმაგომედოვს, იგი ბრძოლისთვის დაახლოებით $400 000-ს მიიღებს, ხოლო ბონუსის სახით – კიდევ $100 000-ს.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა