რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა

1 month ago 7

72

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია:

თანამედროვე ავტოკრატიების იარაღი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ინფორმაციის მასობრივი საშუალებების იარაღით ყალბი რეალობების შექმნა და ადამიანების ტვინებზე ზემოქმედება.

ეხლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან.

1. რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით. როცა არ გაღიარებენ გიჭირს არსებობა. ეს მუდმივი მოცემულობა არაა, შესანარჩუნებელია

2. შიგნით ქოცებში მიდის დაჭმა ერთმანეთის. ეს მათი წაგების ნიშანია? – ჯერ არა. სისუსტის? კი

3. საქართველოს აღმოაჩნდა გაუტეხელი საზოგადოება და გაუტეხელი პოლიტიკური სპეკტრი. ეს მოგების გარანტიაა? არა. მოგების შანსს იძლევა? კი. მთავარია როგორ გამოიყენებ

4. უმრავლესობა ვართ? კი. ეს მოგების გარანტიაა? თუ დაქსაქსულები ვიქნებით არა! თუ ერთად? დიდი შანსია

ერთიანობა, ოღონდ ბრძოლის სტრატეგიის გარშემო:

1. ნულოვანი თანამშრომლობა რუსებთან, ანუ ოცნებასთან

2. ადგილობრივი ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია – ეს დაამთავრებს მათი აღიარების ილუზიას, მიმართულებას მისცემს პროტესტს

3. საერთო სახალხო პროტესტის ახალი ფაზა – დარჩენილი პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთად დგომით (აქ მაქვს კონკრეტული იდეები, აქ არ დავწერ)

4. ქვეყნის გარეთ ოპოზიციის ერთობის ლეგიტიმაციის მიღწევა

მალე უნდა გავაკეთოთ დიდი აქცია, ყველა ერთად დავდგეთ და ბრძოლის სტრატეგია ვთქვათ.

ეს არის ჩემი ამოცანები ამ დღეებში და ეს არის ჩემი განწყობა ამ ფაზაში.

სრულად წაკითხვა