რა გამოწვევებია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – ჯანდაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევა

2 months ago 47

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოიკვლია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და ის გამოწვევები, რაც ამ სფეროში არსებობს. თემატური მოკვლევის მიზანი იყო მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და მისი თანმხლები გამოწვევების გააანალიზება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ა.შ.

“მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმამ დადებითი ეფექტი იქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე: დაიწყო ალტერნატიული სერვისების შემუშავება, დინამიკაში გაიზარდა სერვისებზე წვდომის გეოგრაფიული არეალი და მათი დაფინანსება.

დღემდე რჩება გამოწვევები სხვადასხვა კუთხით, რომლებიც ითხოვს რეაგირებას. მათ შორისაა: დაფინანსების მოდელი; საკადრო რესურსები; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა; სერვისების თანმიმდევრულობა, უწყვეტობა და ხარისხი; რეფერირების სისტემისა და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ერთიანი მართვის სისტემის დახვეწა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ მიმართულებით არსებულ პრობემებს შორის დასახელდა დაფინანსების ნაკლებობა. ანგარიშს მიხედვით არსებული დაფინანსების დიდი წილი იხარჯება მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონალურ მომსახურებაზე, რაც მეტწილად, სამკურნალო პროცესს გულისხმობს. რეაბილიტაციას მინიმალური რესურსი ეთმობა. არ არსებობს არანაირი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მკურნალობის შემდგომ ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციას.

დაფინანსებსთან დაკავშირებული გამოწვწვეს შორის აღსანიშნავია სადაზღვეო კომპანიების მიდგომა: უმრავლესობა ფსიქიატრიულ სერვისებს გამონაკლის კატეგორიას მიაკუთვნებს და არ აფინანსებს. კერძო სადაზღვევო კომპანიები ნაკლებად მონაწილეობენ ფსიქიკური სერვისების დაფინანსებაში.

პრობმელურია საწოლფონდის რაოდენობა. ანგარიშს მიხედვით, შეზღუდული რესურსების გამო პაციენტებს არ აქვთ ხემისაწვდომობა სტაციონალურ სერვისებზე და უწევთ ლოდინი. ფსიქიატრიულ საწოლებს იკავებენ ის პაციენტები, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო. ხშირად, ოჯახის წევრები უარს აცხადებენ პაციენტთა მიღებაზე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას სახელმწიფო კლინიკებში, ვიდრე კერძოებში. სტაციონარული ცენტრების ნაწილში ფიქსირდება არაჰიგიენური, ღირსების შემლახ- ველი და ანტისანიტარიული პირობები. მულტიფროფილურ კლინიკებში კი, ჩეულებრივ, არ არის ინტეგრირებული ფსიქიატრიული განყოფილებები.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აფერხებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადების წესი კლინიკებისთვის: ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროში იწე- ლება, რაც უარყოფითად აისახება სამუშაო პროცესზე.

ქვეყანაში არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მწვავედ დგას სფეროში ახალგაზრდების მოზიდვის საკითხი. დეფიციტის მთავარ ფაქტორებად განიხილება არასაკმარისი დაფინანსება და რთული სამუშაო პირობები

“სამედიცინო პერსონალი საჭიროებს გადამზადებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებთან კომუნიკაცია, პაციენტის უფლებები, ინფორმირება დიაგნოზის შესახებ და მედიკამენტთა შერჩევა; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს უმეტესად მოძველებული სქემებით მკურ- ნალობენ და სამედიცინო პერსონალი არ იყენებს თანამედროვე მიდგომებს; ჰოსპიტალიზაციის გამოცდილების მქონე პირები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალის “არასენსიტიური” დამოკიდებულება, მათ შო- რის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშეშლა”, – ვკითხულობთ ჯნადაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის პრეზენტაცია პარლამენტში

მოკვლევა 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. დოკუმენტზე მუშაობდნენ დეპუტატები – ანა წითლიძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი და გიორგი გოდაბრელიძე. ანგარიშის პრეზენტაცია პარლამენტში 11 მარტს გაიმართა.

სრულად წაკითხვა