ამერიკელი სენატორ ლინდსი გრემის უეცარი გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
წინასწარი დასკვნების თანახმად, რომელსაც სენატორის ოფისი აქვეყნებს, ლიდნსი გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის დისექცია, რომელიც გამოწვეული იყო არტერიოსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით“.
„გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზი მითითებული იქნება როგორც „დასაზუსტებელი“ მანამ, სანამ ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევები სრულად არ დასრულდება. აღნიშნული გამოკვლევების დასრულების შემდეგ სიკვდილის მოწმობა განახლდება, მასში აისახება გარდაცვალების საბოლოო მიზეზი და სათანადოდ განისაზღვრება გარდაცვალების გარემოება“, – აღნიშნულია სენატორის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სენატორი ლინდსი გრემი „ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის“ შემდეგ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·