საბა სორდიამ სასამართლო დარბაზში დაკავების დეტალები გაიხსენა:
„არ განუმარტავთ შსს-ს რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, არც მათი სახელები და გვარები განუმარტავთ. შემდეგ როდესაც გადამიყვანეს განყოფილებაში და დამშვიდდა სიტუაცია, შემდეგ გავიგე რომ ორი მეგრელი იყო და ხუმრობით ვუთხარი, მანამდე რატომ არ მითხარით-თქო… ჩანთის გახსნა დავიწყე მე თვითონ და შემდეგ შიდა ჯიბის გახსნა დაიწყო ერთ-ერთმა პოლიციელმა, რასაც მოყვა ჩემი წინააღმდეგობა, მხოლოდ სიტყვიერი, რომ მე თვითონ გავხსნიდი. რაზეც, ხან ხელი დამიჭირა, ხან რაღაცა, ასევე Go Pro მქონდა ჩანთაში, რომელიც ამოვიღე – კამერაც მოხვდათ თვალში და ამასაც უკმაყოფილება ჰქონდა…
დაკავების შემდეგ, როცა ჩამსვეს მანქანაში, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ როცა წავედით განყოფილებაში, აქაც 1-2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ეს შეურაცხმყოფელი ფრაზები. ასევე, კამერაზე გავამახვილე რამდენჯერმე ყურადღება, რადგან ერთი მაისის აქციების დროს წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის. რამდენჯერმე გავიმეორე კამერაზე და მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებო”, – თქვა სორდიამ. ის, 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს, მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.