რა დრო სჭირდება ბოჭორიშვილს “ევროპაში ორმაგის სტანდარტის გამოსასწორებლად”? – “რა ვქნათ, ასე უცებ ვერ გავასწორებთ” –

10 hours ago 4

მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

“რატომ არ მიგვიწვიეს პოლონეთს კითხეთ, ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ. ორმაგი სტანდარტია ის, რომ რაც არის დასაშვები საფრანგეთში, გერმანიაში – საქართველოში შფოთდებიან ამ ყველაფერზე…. საზოგადოების არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი”

– ამის შესახებ 

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს.

“2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა” – CMIS

სრულად წაკითხვა