WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის მრავალთვიანი კურსი გაიარა, რამდენიმე ოპერაციით და გამოჯანმრთელების დიდი იმედებით… სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოლო ემოციურ პოსტში კი ტკივილისა და განცდების შესახებ წერს:

მე რომ ძალიან ამტკივდა და ბათუმში ვიყავი ამ დროს და ძლიერი გამაყუჩებელი რაიმე წამალი ვთხოვე ექიმს გამოეწერა/მოეცა – ტორადოლიო. ეს რა გამაყუჩებელია, ძალიან მტკივა-თქო და მაშინ – მორფინიო. შუაში არაფერი არაა ამ ორს შორის-თქო და არაო🤦😡

ეს არის კატასტროფა და წამება ჩემნაირი პაციენტებისთვის! მორფნიო არ მითხრათ! მაშინ აფთიაქში გაიყიდოს და პოლიციაში არ მატარონ. ან მარიჰუანას რას დასდევთ, ბალახს, ბალახს! მარა ეს უკვე კიდე უფრო სხვა თემაა. კავშირში ამასთან, რა თქმა უნდა.

არადა, რა ელემენტარულია – ადამიანს არ ტკიოდეს, არ ტკიოდეს, არ ტკიოდეს! მთავარია, არ გტკიოდესო – სულ ეს მესმის ჩემი გერმანელი ექიმებისგან🥹🥹🥹“, – წერს ხათუნა სამნიძე.