“რა ეშლება ბიძინას” – ანა დოლიძე

1 hour ago 3

25

პოლიტიკოსი, ანა დოლიძე:

რა ეშლება ბიძინას და მის შეუმდგარ მებრძოლებს:

რუსეთიდან რეპრესიული მოდელების პირდაპირ გადმოტანა დიდი სისულელეა. როგორც ყველა ასლი სამართალში, ის არ ამართლებს. ამაზე ბევრი კვლევა არსებობს. ერთი სივრციდან კანონების ამოგლეჯა და მეორში დანერგვა, სულ სხვა შედეგებს იძლევა. ამაზე ახლახანს გამოვაქვეყნე ბოსტონის საერთაშორისო სამართლის ჟურნალში დიდი სტატია ნაფიცი მსაჯულების საკითხზე.

რატომ არ იმუშავებს შეუმდგარი მებრძოლებისგან ტიტუშკების გაკეთების იდეა? ის მუშაობს უზარმაზარ რუსეთში, სადაც იოშკარ-ოლადან ჩამოიყვან მოსკოვში ვინმე ეგეთ კიბორგს. მას არ იცნობს არავინ, არ შეარცხვენს არავინ.

ახლა ჩვენ. რომელიმე კეტებიან ბავშვს რომ მიწვდეს ეს “сила есть, ума не надо” ტიპი. ამ კეტებიანს შეიძლება 90იანი წლებიდან ტრამვირებული მამიკო აღმოაჩნდეს, მუცელში მიძინებული დრაკონით. ყველა ტიტუშკას და მის ოჯახის წევრებს წამში იპოვიან. მათ ოჯახის წევრებს, ბიძებს, მამიდებს. რა მოხდება მერე? გასაგებია. აქვეა “სისხლის აღების” ტრადიცია, ახლახანს იყო, ძლივს მიიძინა, მინავლდა.

რუსეთში ეს ნახევრად-სახელმწიფო ჯგუფი “наши,” რეპრესიის იარაღია, მაგრამ იქ სხვა კონტექსტია. ამ შეუმდგარი მებრძოლის გამომზეურება ჩვენთან სულ სხვა, ბევრად უფრო საშიში პროცესის დასაწყისი შეიძლება იყოს. დენთის კასრზე ვზივართ.

სრულად წაკითხვა