მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციელისთვის სილის გაწნისთვის დაკავებული ჟურნალისტის მხრიდან „მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების“ საფრთხე.
ნინო სახელაშვილი 35 წლის არის. ის ქუთაისში დაიბადა. ამავე ქალაქში დაამთავრა სკოლა.
2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა. ორივე შემთხვევაში სამართლის მიმართულება. ეს ინფორმაცია წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სადაც მოსამართლეთა ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული.
მისი სამოსამართლეო კარიერა 2022 წლის აპრილიდან იწყება. ამ დროიდან ის მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2011 წლიდან მუშაობს სასამართლო სისტემაში. სხვადასხვა დროს იყო სტაჟიორი, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე.