WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის 428 720 ლარი დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 9 ოქტომბრის 2 354-ე განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 203 120 ლარი მთავრობის ადმინისტრაციისთვის უნდა გამოყოს, 225 600 ლარი კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.(ბიემჯი)