მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, "პარის სენ-ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებასთან ძალიან ახლოსაა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ქართველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვენ.
თუმცა, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ "პსჟ"-ს იანვარში კვარას სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდა არ სურს.
როგორც ირკვევა, პარიზელებს ზამთარში ხვიჩასთვის 45 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას არ გეგმავენ.
ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რა თანხაზე შეჯერდებიან მხარეები.