WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

36

ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი “ქოლ-ცენტრთან” დაკავშირებული არ ყოფილა – ამის შესახებ ინფორმაცია დახურული სასამართლო სხდომიდან “ქრონიკა+”-ის დამფუძნებლის ადვოკატმა, ნათია კოტრიკაძემ გამოიტანა.

უფლებადამცველის განცხადებით, ელისო კილაძემ “ქოლ-ცენტრების” საქმის ფიგურანტს, გივი ჯიბლაძეს, რომელაც ჩვენება ჟურნალისტის და სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ მისცა, მეზღაპრე უწოდა და თქვა, რომ მისი ჩვენებები, რაც მან სასამართლოს მისცა, საქმესთან შემხებლობაში საერთოდ არ არის.

ადვოკატის თქმით, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელმა, გივი ჯიბლაძემ გრიგოლ ლილუაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით, საპროცესო შეთანხმება მიიღო.

ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა ელისო კილაძე. მან მისცა ობიექტური და რეალური ჩვენება. ბრალდების მხარის კითხვა იყო, რომელი წლიდან იყო კავშირში გივი ჯიბლაძესთან. რატომღაც, 2018 წელზე აპელირებდნენ. მე ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ ვიცნობ. 2018 წელზე იყო საუბარი, თითქოს ამ დროს კავშირი იყო ჯიბლაძესა და ლილუაშვილს შორის, რაც ელისო კილაძემ უარყო გამომდინარე იქიდან, რომ მან ჯიბლაძე 2000 წელს გაიცნო და მისგან ყველაფერი იცოდა. ელისო კილაძემ ჯიბლაძეს მეზღაპრე უწოდა და აღნიშნა, მას ისეთი ილუზიები ჰქონდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელიაო.

“ქოლ-ცენტრთან” დაკავშირებული ლილუაშვილი არ ყოფილა, შუამავლობა არავის გაუწევია. ელისომ ილაპარაკა ის, რაც იყო რეალური და ობიექტური. კავშირში არ არის საერთოდ ჯიბლაძის ჩვენებები, რაც მან სასამართლოს მისცა.

დღეს გავიგე, რომ ჯიბლაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, რამდენ წელზე და რა პირობებზე, არ ვიცი. მოიპოვა იმით, რომ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სანაცვლოდ კი გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა ადვოკატმა.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.