,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს!”, – წერს პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან გავრცელებულ პოსტში საკუთარი მხარდაჭერა ენმ-ს თავმჯდომარის პოზიციაზე, ნანუკა ჟორჟოლიანს ფამოუცხადა.
აღნიშნულს, გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა, რომელმაც სააკაშვილის ეს პოზიცია არათანმიმდევრულ და იმპულსურ ნაბიჯად შეაფასა.
ხოლო თავად ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თავად ქვეყნის შიგნით, გარეთ კი თინა ბოკუჩავას წარმოედგინა ნაციონალური მოძრაობა.

8 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·