,, რა იქნება ის ზღვარი, რომელზეც რეჟიმი უკანონობის დაკანონებას შეწყვეტს?” – ლევან ღამბაშიძე

3 hours ago 2

1

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,ორი შეკითხვა უნდა დაუსვას რეჟიმის მხარდამჭერმა საკუთარ თავს, რათა რეალურად გააცნობიეროს არსებული სინამდვილის სიმძიმე:

1) რა იქნება ის ზღვარი, რომელზეც რეჟიმი უკანონობის დაკანონებას შეწყვეტს, ანუ ზღვარი, რომლის იქითაც აი უკვე რეჟიმიც იტყვის რომ მგონი ზედმეტ თავისუფლებას ვუზღუდავ მოქალაქეებს და გაჩერდება?

2) რა იქნება ის ზღვარი, რომელზეც თავად რეჟიმის ამომრჩეველი შეწყვეტს რეჟიმის მხარდაჭერას, ვინაიდან უკვე რთული იქნება დამყარებულ დიქტატურაზე თვალის დახუჭვა?

სამწუხაროდ ორივე შეკითხვაზე პასუხი ერთი და იგივეა: ასეთი ზღვარი არ არსებობს.

რეჟიმიც ბოლომდე ჩააჭერს, სანამ ყველაზე სასტიკი დიქტატურა არ დამყარდება და მისი მხარდამჭერიც ბოლომდე ჩაყვება მას საფლავში, ვინაიდან თუ რამე ზღვარი იყო აღშფოთებისთვის, ყველა გადალახულია.

წინასწარ გული მერევა ყველა “მე კი არ ვუჭერდი მხარს კაცო”-ზე და “ნუ, ასეთი დრო იყო”-ზე, რომელსაც აუცილებლად მოვისმენთ ამათი ჩამოშლის შემდეგ. და ჩამოშლა რომ გარანტირებულია, ამას მსოფლიო ისტორია გვასწავლის. ამიტომაც აუცილებლად გავუძლებთ ამ განსაცდელსაც. აი თქვენ თუ გაუძლებთ მომავალში თქვენი სინდისის წიოკს, ეგაა საკითხავი.”

სრულად წაკითხვა