25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ინფორმაციებს, დეტალებს ასაჯაროვებს მისი შვილი:
“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊:
1. პროცესი იყო ნახევრად გახსნილი. თავიდან, სასამართლო დარბაზში შეუშვეს, ოჯახის წევრები, თანამშრომლები და სხვა ჟურნალისტებიც. პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა, მაგრამ, დედამ მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მოასწრო🙂, რაც ყველაზე მთავარია, მხნედ გამოიყურება, ხმაც დინჯი და ზომიერად ამაყი აქვს.
თქვა, რომ მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ეთანხმება❗️ მოითხოვა, რომ გაასამართლონ საჯაროდ❗️
60ზე მეტი პირია საქმეში, ზოგი აღიარებს დანაშაულს, ზოგსაც ხელს ადებენ და დაპატიმრებული მე ვარო🤷♀️
2.მედიაექპერტებს მიმართა💭❗️ როცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობთ, არ უნდა შეგეშინდეთ ჩემი სახელის და გვარის ხსენებაო. საკუთარი ბაბლის ინტერესებს გასცდით – თუ გინდათ, ადამიანებმა თქვენი სიმართლე დაიჯერონო.
3. ”მინდა იცოდეთ ის,რაც ალბათ ყველას გაინტერესებთ-ციხე არ არის განაჩენი”.
“არ შეგეშინდეთ იმის, რომ ციხეში ვარ”.
თქვა, რომ იქ სხვა სამყაროა და მესამე თვეს ატარებს ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. რიგითი ბადრაგით დაწყებული, მედ-პერსონალით დამთავრებული, მადონა ექთანი და მარინა ექიმი ყოველდღე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზეო💛🫠
4. წიგნს წერს, რომელიც იქნება, “ძალიან ბევრი წლის ამ საქართველოს ისტორიის ნაწილი”.
5. მადლობა გადაუხადა მედიას, თანადგომისთვის, უამრავი ზარისთვის რაც ადვოკატებმა გადასცეს.
“რასაც ახლა უნდათ, რომ წერტილი დაუსვან – წერტილს ვერ დაუსვამენ. ეს არის,ჩემი რეპუტაცია და ჩემი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე”✊🏻
სასამართლო სხდომა გაგრძელდება 2 ივნისს❗️ 11:30ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წარმატებები ვუსურვოთ დედას 💘“, – წერს ელისო კილაძის შვილი.

8 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·