რა პროცესი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა? – გია ხუხაშვილი

9 hours ago 4

4

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ბიძინა მიხვდა, რომ კონკრეტული საფრთხეების შიშები აღარ არის ეფექტური და დაიწყო ირაციონალური შიშების კულტივირების პროცესი.

დამეთანხმებით, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია შეუცნობლის. იმის, რასაც არც ფორმა აქვს და არც შინაარსი, მაგრამ “ძალიან საშიშია”.

ასეთი ირაციონალური პერსონაჟი ჩვენს ბავშვობაში იყო “ბუა”, რომელსაც მშობლები იყენებდნენ ჩვენს საკონტროლებლად. არავინ გვიხსნიდა, როგორ გამოიყურებოდა ბუა და კონკრეტულად რა საფრთხე იყო მისგან მოსალოდნელი. ამის გამო ყველა გაფაჩუნებაზე, ან ჩრდილზე ბუა გველანდებოდა და ძალიან გვეშინოდა.

ასეთი “ბუა” შემოგვაჩეჩა ახლა ბიძინამ “დიფ სტეიტის” სახით.

არც კი განმარტავენ, ვინ არის ეს ხალხი, რა ქსელია, რა მექანიზმებით მართავენ. უფრო მეტიც – პირდაპირ ინგლისურ დასახელებას გვთავაზობენ, ქართულად არ თარგმნიან ფრაზის მნიშვნელობას.

ახლა ზრდასრულო კაცებო და ქალებო, ყველამ საკუთარ თავს კითხეთ – ისევ გეშინიათ ბუასი, როგორც ბავშვობაში?!

სრულად წაკითხვა