საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
მოლდოვას ყავს ვაჟკაცი და მამაცი პრეზიდენტი ქალი, რომელსაც არ შეეშინდა და დნესტრისპირეთიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოითხოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციების შეკვეცის ტრამპისეულ გეგმაში ეს საკითხი დასმულიც იქნება და მოგვარებულიც. მარტივად, ანტირუსული და დემოკრატიული პოსტსაბჭოთა ხელისუფლებები მხარდაჭერას მიიღებენ. განსხვავებით საქართველოს ფარჩაკ ლიდერისგან, რომელიც საკუთარი შიშების გამო, მზად არის ოსებს ბოდიში მოუხადოს.
ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, პოზიცია-ოპოზიციამ, მოახერხა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან გაქრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა.