3
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
მოყოლებული ეროვნული მოძრაობიდან ვიდრე დღემდე, მე და გია ბარამიძე არასოდეს, აი არასოდეს არ ვყოფილვართ ერთ პოლიტიკურ გუნდში, ან რამენაირად თანამოაზრეები, არც ჩვენი შეხედულებები არ დამთხვევია არასოდეს ერთმანეთს (ნუ გარდა იმისა რომ, ორივე ვართ ევროპაფილები) მაგრამ, იმის თქმა რომ, გია ბარამიძე სამშობლოს მოღალატეა არის სრული აბსურდი და “ახინეა”..
საქართველოს მთავრობა რა სამშობლოს ღალატი ხალხო თქვენ ხო არ გადაირიეთ..
გია ბარამიძეს თავისი სხვა ათიათასი ცოდვა ეყოფა მაგრამ, გია ბარამიძე და სამშობლოს მოღალატე არის სრული ნონსენსი…
ისე ჩემი რჩევა იქნება ძალიან სიფრთხილით ვიხმაროთ ხოლმე ეს სიტყვათაწყობა -“სამშობლოს მოღალატე” თორემ, მაგ მოღალატის და აგენტის ძახილმა დაგვღუპა ჩვენ თითქმის ორმოცი წელია უკვე..
მე ვთქვი და აწი თქვენ თავად გადაწყვიტეთ…
საერთაშიროსო alia.ge