WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი კობახიძის ყოფნის პერიოდის შეფასებებს ახდენს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სარგებლის მოტანის კონტექსტში:

“რა სარგებლობა მოუტანა კობახიძის მმართველობამ ბიძინა ივანიშვილს?

სრული იზოლაცია დასავლური ცივილიზაციისაგან.

დღეს შევიტყვეთ რომ ბიძინა ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციამ სასანქციო რეჟიმში დატოვა, ევროპარლამენტი კატეგორიულად ითხოვს მის დასანქცირებას, რაც უკვე საკმაოდ შესაძლებლად გამოიყურება ორბანის “დიდი პოლიტიკიდან” გასვლის შემდეგ.

ნიუ იორკში მიღებაზე ტრამპთან გადაღებული პროტოკოლური ფოტო ფეიკია თუ ორიგინალი, ბიძინა ივანიშვილისთვის “ვსერავნაა”, ეს მის მდგომარეობას არც ფინანსურს, არც პოლიტიკურს – არაფრით ამსუბუქებს.

ჩინეთმა ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადა და ტენდერი ჩაიშალა რადგან ყურადღებით აკვირდება საქართველოს საერთაშორისო რენომეს და შეერთებული შტატების და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების განვითარებას ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში.

ბოლო მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებშიც დაიწყო წყლის ამღვრევა, სომხეთთან ურთიერთობებშიც დიდი გარღვევა არ შეიმჩნევა, ნიუ იორკში გაეროს ასამბლეას ფორმატში ერდოღანთან შეხვედრა თავად მთავრობამ ისე მშრალად გააშუქა, რომ ჩანს, თავის გამოსადები არც არაფერი ყოფილა.

ქვეყნის შიგნით რეპრესიების გამკაცრების და “კორუფციასთან ბრძოლის” ფონზე მოიმატა უკმაყოფილებამ პეპერა ქოცების რიგებშიც, სულ უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის სისტემის შიგნით არსებული მანკიერებების შესახებ.

ჩანს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის გამოყენება “შეირგეს”, რადგან არც BBC-მ მოიხადა ბოდიში და საერთაშორისო დღის წესრიგიდანაც არ მოიხსნა საკითხი.

ახლოვდება ავტორიზაციის აქტის მიღების თარიღიც და უკვე არსებული სტატუს ქვოდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ ივანიშვილისთვის არც თუ სასურველი პერსპექტივა.

ირანის ელჩი ისე გადავიდა საზღვრებს, რომ ბოლოს და ბოლოს მისმა დაბარებამ “საჯარადოც” მოუწიათ, ეს კი სახელმწიფითა შორის ურთიერთობებს არასდროს ეხმარება.

რაც მთავარია, კობახიძე ამტკიცებს რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით და სურვილით ხდება. წარმატებებები ” ჩემო პრემიერო” ძალიან გულწრფელად!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.