რა “საჩუქარს” პირდება საახალწლოდ მერია ვარკეთილელებს?

8 hours ago 6

დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის მერიამ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია, ახალი წლისთვის დასრულდება.

კალაძემ ჩამოთვალა მიზეზები, რატომ ვერ დასრულდა აქამდე მეტროსადგურის რეაბილიტაცია და თქვა, რომ არ არიან ექსპერტები, რომ კომპანია ვერ ნახეს, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებდა, ვინც ნახეს, ვალდებულებები ვერ შეასრულა, მეორემაც ანალოგიურად.

თუ არც ექსპერტებია და არც კომპანიები, ახალ მეტროსადგურებს როგორ პირდება თბილისს – უცნობია, ან თუ არც ექსპერტებია და არც კომპანიები, რამდენად ხარისხიანად შესრულდება სამუშაო? – ეგაც უცნობია. თუ არც ექსპერტები გვყავს უკვე და არც კომპანიები, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბოლო 13 წლის მანძილზე, ადამიანები ან გარბიან ამ ქვეყნიდან, ან აღარ მუშაობენ პროფესიით და ვერც ახალ კადრებს ზრდის სახელმწიფო? და ვისი ბრალია ეს? ვის უნდა გაეზარდა და მოეძებნა, ვის უნდა დაეინტერესებია ექსპერტები?

კალაძე ამტკიცებს, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოიყავნეს. აღიარებს რომ დაიწყეს კეთება და მერე აღმოჩნდა, რომ პრობლემა იყო.
” ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ჩანს, ესაა 2026 წლის საახალწლოდ ვარკეთილში მაცხოვრებლებისთვისთვის მერიის “საჩუქარი”, თუმცა, უკვე იმდენჯერ გადაიდო მეტროსადგურის გახსნა, არც ისაა გამორიცხული საახალწლო “საჩუქარი” ვარკეთილელებმა ზაფხულში მიიღონ, ან სულაც, შემდეგ ახალ წელს.

სრულად წაკითხვა