საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნების ერთდადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იყო.
"რა ტყუილად მათვლევინებენ" - კომისიის წევრი, რომელიც ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის არჩევნების შედეგებს ითვლიდა.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.