რა უთხრა სენატორმა შაჰინმა მომავალ სახელმწიფო მდივანს საქართველოზე

1 week ago 4

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი სენატორ მარკო რუბიოსთან განხილულ საკითხებზე წერს, რომელთა შორის აშშ-ის პოლიტიკაა საქართველოსთან მიმართებით.

მარკო რუბიო აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანია.

„დღევანდელმა შეხვედრამ სენატორ რუბიოსთან ღირებული შესაძლებლობა მომცა, რომ რომ განგვეხილა ზოგიერთი გლობალური გამოწვევა, რაც ჩვენი ერის წინაშე დგას, მათ შორის, წინააღმდეგობის გაწევა იმ ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან, რასაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გვიყენებს; ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინის მიმართ რუსეთის უმიზეზო შეჭრის წინააღმდეგ; რეაგირება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე, რომელთაგან უკანასკნელი სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას მოჰყვა. ჩვენ ასევე განვიხილეთ შეერთებული შტატების საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, შეერთებული შტატების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ოკეანის გადაღმა და იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამყარდეს ჩვენი პოზიციები მსოფლიოს გარშემო კვალიფიციური დიპლომატების მიერ. მე და სენატორი რუბიო წლებია, ერთად ვმუშაობთ, როგორც სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. მოუთმენლად ველი ამ საკითხების კიდევ განხილვას მის მოსმენაზე“, — წერს სენატორი ჯინ შაჰინი.

ასევე წაიკითხეთ:

ბლინკენი: აშშ საქართველოში დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება

სრულად წაკითხვა