ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გააქტიურების თავიდან ასაცილებლად სწრაფად უნდა იმოქმედოს და შეასრულოს კომისიის რეკომენდაციები ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით.
ანგარიში ჯერ ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ მის ამ ამონარიდს აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის რეგიონის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
„კომისიის ანგარიში ვიზა ლიბერალიზაციაზე: “შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ სწრაფად უნდა იმოქმედოს და რეაგირება მოახდინოს კომისიის რეკომენდაციებზე, კონკრეტულად ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია იოზვიაკის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იგი აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებზე პოზიტიური შინაარსის ანგარიშია.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივით ცოტა ხნის წინ გამოვიდა ნიდერლანდების სამეფო.