რა უნდა ვიცოდეთ მეტაპნევმოვირუსის შესახებ – რა არის და რამდენად საშიშია HMPV-ის გავრცელება?

9 hours ago 3

პაციენტები საავადმყოფოში გადასხმის სისტემებით, რიგები, დეზინფექცია თავშეყრის ადგილებში – ჩინეთში მეტაპნევმოვირუსის [HMPV] აფეთქებას ებრძვიან. გავრცელებული ფოტო და ვიდეო ბევრს კორონავირუსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს. რა უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის შესახებ და გვაქვს თუ არა სანერვიულო?

ინდოეთი, მალაიზია, ჰონგ-კონგი, რუსეთი – HMPV-ით გამოწვეული ინფექციების შემთხვევათა ზრდა არაერთ სხვა ქვეყანაშიც შეიმჩნევა. პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან ევროპასა და აშშ-ში. ჯანდაცვის ორგანიზაციები მოსახლეობას სპეციალურ რჩევებს აძლევენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას არ მოელის.

რამდენად საშიშია HMPV?

ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალები ადამიანებს 5 წლის წინანდელ მოვლენებს ახსენებს, როდესაც კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია იკრებდა ძალებს და შემდეგ მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს წლობით ჩამოაშორა.

მაგრამ, SARS-CoV-2-ისგან განსხვავებით, HMPV მსოფლიოში უკვე თითქმის 25 წელია ცირკულირებს და ამ ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადების მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქია.

მედიკოსები კიდევ რამდენიმე განმასხვავებელ გარემოებას გამოყოფენ:

  • როცა კორონავირუსი (SARS-CoV-2) პირველად გამოჩნდა, მას არავინ იცნობდა და, შესაბამისად, იმუნიტეტი არავის ჰქონდა, ხოლო HMPV-ს მსოფლიო უკვე თითქმის 25 წელია იცნობს.
  • 2001 წელს აღმოჩენილი HMPV, თავისი გართულებებით, კორონავირუსის მსგავსად სახიფათო არასოდეს ყოფილა.

„მეტაპნევმოვირუსმა [HMPV] შესაძლოა გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები ყველა ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში“, – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის – CDC-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.

უფრო კონკრეტულად, გართულებათა რისკჯგუფებში შედიან: ბავშვები 5 წლის ასაკამდე, 65 წელს გადაშორებულები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები. ასევე, პრაქტიკა ადასტურებს, რომ გართულებების თვალსაზრისით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ 2 წლამდე ბავშვები. ფრთხილად უნდა იყვნენ ორსულებიც.

როგორია HMPV-ს სიმპტომები?

HMPV-ს სიმპტომებია: ხველა, სურდო, სხეულის ტემპერატურის მცირედი მომატება, სისუსტე და ზოგ შემთხვევებში – სუნთქვის გაძნელება. ძირითად შემთხვევებში, დაავადების სიმპტომები, მედიკამენტების გარეშე, ერთ კვირაში უკვალოდ ქრება.

HMPV-ს ინკუბაციის პერიოდი 3-6 დღეა.

HMPV-ი შესაძლოა არაერთხელ შეხვდეს ადამიანს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ – მიმდინარეობა ასეთ შემთხვევაში მსუბუქია.

მეტაპნევმოვირუსი [HMPV] გადამდებია როგორც ჰაერწვეთოვანი გზით – ადამიანიდან ადამიანზე, ისე რაიმე საგნის ზედაპირიდან ადამიანზე, თუკი ზედაპირი ვირუსით დაბინძურებულია.

შესაბამისად, ექიმების რჩევაა პირბადის ტარება თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ტრანსპორტში და, ასევე, ხელების ხშირად დაბანა.

რა ვიცით გავრცელების არეალზე?

გააგრძელე კითხვა აქ:www.radiotavisupleba.ge/

სრულად წაკითხვა