,,რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?“ – ლაშა ბუღაძე

1 hour ago 3

6

მწერალი ლაშა ბუღაძე:

,,რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?

სწორედ აუქმებს, რადგან გამზირი არის გამზირი და ის კიტჩი, რადაც ეს ისტორიული ქუჩა უნდა იქცეს, ვეღარავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება პროსპექტად!

რუსთაველის სახელი ამ გამზირს 1918 წელს ეწოდა – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე!

მანამდე მას ერქვა გოლოვინის პროსპექტი და საერთოდაც პირველი და ყველაზე დიდი პროსპექტი იყო საქართველოში.

არ შეიძლება ისტორიული გამზირის გადაკეთება ამ “რაღაცად” საზოგადოებაზე ზეწოლის, მისი ფეხებზე დაკიდების და გათვალისწინების გარეშე! ვერავინ გაბედავს “ელისეს მინდვრების” ან “უნთენ დერ ლინდენის” გადაკეთებას მონუმენტური ნაგვის ყუთებისა და უადგილო ბუჩქების ჭადრაკის დაფად! მაგრამ იქ ქალაქის თავს ირჩევენ, ქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებთან და ისტორიასთან არის ანგარიშვალდებული და არა “პროვინციალ” ავტოკრატთან, რომელიც ყველაფერს ანგრევს და სპობს, რაც ქალაქის, ქვეყნის თუ საქართველოს ისტორიის იდენტობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს ავტოკრატიული “პროვინციალიზმია” ამ ბარბაროსობის სათავეც.

2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა მუნიციპალურ არჩევნებს და არსებული მერი ვერაფრით ჩაითვლება უმრავლესობის უმცირესობის არჩეულადაც კი, ამიტომ, როცა იქნება, ამ ისტორიული ვანდალიზმისთვისაც მოეკითხება პასუხი…

გეგონება, პრობლემები აკლდეს ბეტონით გაუდაბნოვებულ და მრავალი ასპექტით კატასტროფულ რეალობაში მყოფ თბილისს, “ესთეტიკა” და “ფეხმავლობა” რომ აქციეს ყალბ და ცინიკურ პრიორიტედად.

ეს პროსპექტიც ხომ იმიტომ გადათხარეს, რომ სავარაუდოდ პროტესტს და მარშებს შეუშალონ ხელი და ალბათ მეტიც ჩაიჯიბონ ქურდობით დაუმაძღრებმა!

იცოდეთ: ის სიდიადე, სივრცობრივი მშვენიერება და სიფართოვე აღარასდროს ექნება ჩვენს საყვარელ რუსთაველს, და ესეც იმიტომ, რომ ამ უკულტურო და უგემოვნო თავნება ბარბაროსებმა მოსკოვის მერ სობიანინის “ტროტუარების” მსგავსის გაკეთება დაგვაძალეს ათასხუთასწლოვანი ქალაქის გულში.“

სრულად წაკითხვა