4
მოქალაქეების დარბევას და ძალადობას გმობს დეკანოზი მიქაელ გალდავაც.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა საკვირაო ქადაგებაზე ის პოლიციელები და სპეცრაზმელები გააკრიტიკა, რომლებიც დაკავებულებს ძვლებს უმტვრევენ. სასულიერო პირმა მათ ამბიობიდან ჰკითხა, რატომ დასდევენ მოქალაეეებს მეტროში, რატომ ეშინიათ ასე ქალების და აქციის სხვა მონაწილეების.
ის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ახლა გასანეიტრალებლად არის მოცემული და რომელსაც ევალება სამართლის დაცვა და სიმართლის აღსრულება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ფაქიზი და მგრძნობიარე უნდა იყოს და თუ ასეთი ადამიანები დადიან, ზოგადად, ეკლესიაში, ეზიარებიან და ა.შ., უნდა ახსოვდეთ მათ, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის მსახურებისთვის არის დადგენილი. ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, დაარღვევს რაღაცა პროცესს, მშვიდობიანობის ზღვარს გასცდება და შენ შეგიძლია და გაქვს ამის ბერკეტი, და არ თქვას არავინ, რომ არ აქვს ამის ბერკეტი სახელმწიფოს, რომ დააკავო ადამიანი და შესაბამის ინსტიტუციას გადასცე საბოლოო გასამართლებისთვის. რა უფლებით მუსრავ ადამიანის ძვლებს და მათ კუნთოვან სისტემას?! განსაკუთრებით ახალგაზრდებისას?! როგორ იძიებ მათზე შურს?! რატომ უტეხავ მათ სახის ძლებს, რატომ უტეხავ მას თავის ქალას, ხომ შესაძლებელია, ფატალურად დამთავრდეს? რა აუცილებელია, დაიშალა ეს ხალხი, სადა მისდევ?! რომელ მეტროში, რომელ ჩანთებს ჩხრეკ. რის შეგეშინდა? ქალების, რომლებსაც შესაძლოა, ის სუნამო ჰქონდეს ან რაღაც ჰიგიენური საშუალება ჰქონდეთ? სადამდე დავიდა ადამიანის გული და სული ქართველისა?!და ეს ჩამოშლილი ინსტიტუცია?! როცა, ვთქვათ, ვიღაცა აკავებს ვიღაცას და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია, დგას აგერ პატრული, რომლის იმედი მქონდა და დღესაც მაქვს გარკვეულწილად და განადგურებული, დაბეჩავებული, თავის ხელფასს შეჩერებული დგას და ვერ იცავს საკუთარ ხალხს!, – ამბობს დეკანოზი.