უდიდესი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
პსჟ-ს ნაპოლისთან ის უპირატესობა აქვს, რომ კლუბი ყველაზე პრესტიჟურ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, თუმცა საქმეები არც ისე კარგად აქვს.
როგორც იცით, ახალი ფორმატით პლეიოფში გასვლის შანსი 1-24 პოზიციაზე გასულ გუნდებს აქვთ (ზოგი პირდაპირ, ზოგი პლეიოფით), პსჟ კი 25-ე ადგილზეა.
ფრანგებს ახლა 7 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში მანჩესტერ სიტის ხვდებიან, ბოლო ტურში კი პსჟ შტუტგარტს შეხვდება.