WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ფონიჭალაში აფეთქებაზე საუბრისას ტვ იმედთან ამბობს, რომ გაზის რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ოთახში, 5-დან 15%-მდე, მით უფრო ძლიერი აფეთქება ხდება. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ვარაუდებია, რა მოხდა ბინაში, სადაც გაზი აფეთქდა.

“ძალიან რთულია პასუხის გაცემა, ვარაუდებია, დარჩა, ვერ გადაკეტა, არ გადაკეტა. ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა, უამრავი შემთხვევა გვაქვს ხოლმე, ადამიანის ყურადღების და დაუდევრობის ამბავია, როდესაც ნებისმიერ დროს, ადამიანმა შეიძლება გადაწიოს…

ყველაზე მარტივად, როგორ შეიძლება მოხდეს გაზის დაგროვება – “კამფორა” შეიძლება გადაწიოს მობინადრემ და უბრალოდ დაავიწყდეს ცეცხლის ანთება.

ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება ანუ მინდორში ან ღია აივანზე არ ფეთქდება .. ბუნებრივი აირის ზღვარი ოთახში, დახურულ სივრცეში, 100% სადაც არის ჟანგბადი,  5-დან 15%-მდე რომ შეერიოს ბუნებრივი აირი და სიტყვაზე, 85% დარჩეს ისევ ჟანგბადი, იწვევს თითქმის იგივე სიძლიერის აფეთქებას, რასაც ყველამ ვუყურეთ.

და 15%-ს როცა ცდება კონცენტრაცია ბუნებრივი აირის ჟანგბადთან მიმართებით, აი, ვთქვათ, გახდა 30-40%, იწვევს ადგილ-ადგილ აალებას, ანუ აფეთქება აღარ ხდება და თუ აცდა უკვე 65-70%-ს ანუ დიდი წილი ჩვენი სათავსოსი დაიკავა ბუნებრივმა აირმა,  ანუ მეტია ბუნებრივი აირი და ნაკლები ჟანგბადი, თუ გინდათ, ანთებული ასანთით შედით, ეს ბრჭყალებში ვიძახი, არ იწვევს არც აფეთქებას, არც აალებას.

ანუ ლოგიკა: რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა, 5-დან 15%-მდე, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება.

გაზს 24-საათიან რეჟიმში მუდმივად ერევა სპეციალური სითხე, რომელიც აძლევს სუნს, ზუსტად მაგისთვის, რომ თუ მოხდა გაჟონვა, ნებისმიერმა მოქალაქემ იგრძნოს და დარეკოს 114-ში” – თქვა მან და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, სუნის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

“შეიძლება, თქვენს ბინაში მიდიოდეთ, ცხოვრობდეთ მე-6 სართულზე, მაგრამ კიბის უჯრედში, ვთქვათ, მესამე სართულზე იგრძნოთ გაზის სუნი. ეს არ უნდა გავატაროთ, არ უნდა ავცდეთ, ჩვენი ბინისკენ არ უნდა წავიდეთ, ეგრევე უნდა ამოვიღოთ ტელეფონი და დავრეკოთ 114-ში.

შეიძლება სკვერში იგრძნოთ, გარეთ, სადარბაზოში, შეიძლება თქვენს ბინაში და ნუ, რა თქმა უნდა, დარეკავთ…

უყურადღებოდ მიტოვება იმისი, რომ გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი – ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე. შეიძლება იგრძნო, მაგრამ განიავდეს იმ მომენტში, 1 წუთის შემდეგ და ვეღარ იგრძნო, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ აღარ დარეკოთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივიც არის და პრაქტიკაშიც გამორიცხულია, რომ 600 000 აბონენტს ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს კომპანიამ თბილისი ენერჯიმ – ბინაში ვის დარჩება მოშვებული…

ამიტომ ეს არის მთავარი. ჩვენ კი, ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი ზარი შემოვა, თქვენს სადარბაზოში, კორპუსთან, იგრძენით გაზის სუნი, დაუყოვნებლივ, 15 წუთში, მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდეთ ადგილზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები“