ხვიჩა კვარაცხელიამ “პსჟ”-ს რიგებში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად საფრანგეთის ჩემპიონატში ნანტის წინააღმდეგ ითამაშა.
ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე აქტიურობით გამოირჩეოდა.
ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 6.9 ქულით შეაფასა.
კვარაცხელია ბურთს 61-ჯერ შეეხო. გადაცემის 91% ზუსტად შეასრულლა და 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.
ხვიჩას წინააღმდეგ ასევე ერთხელ დაჯარიმდნენ.
Post Views: 2